რედა ჰადადი, იგივე Skadyktator - მუსიკოსი და თეატრის რეჟისორი. სცენაზე ის აერთიანებს მუსიკასა და თეატრს. რედა მონაწილეობას იღებდა პოლონეთში გამართულ რეგის ყველაზე დიდ ფესტივალში. თავისი მოღვაწეობის მანძილზე ის ასევე წარმდგარა ესპანელი, რუსი და ვენესუელელი მაყურებლის წინაშე. მისი მიმდინარეობაა ტრადიციული იამაიკური სკა ჯაზი.

Skadyktator და მისი Cosmic Combo ნაყოფიერად მოღვაწეობენ. მათ გავლენა მოახდინეს რეგის მრავალ შემსრულებელზე (მათ შორის Robert Brylewski, Słoma, Piotr "Struna" Strojnowski), ასევე ჯაზისა და ფოლკის ახალგაზრდა წარმომადგენლებზე - სკა ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს! Skadyktator-ის Big Band. რედა იპყრობს სივრცეს, ათავისუფლებს მსმენელის გონებასა და სულს, აქცევს მას სკას ტყვეობაში. მისი ბენდი, Cosmic Combo დაკომპლექტებულია უნიჭიერესი მუსიკოსებით, რომლებსაც ნამდვილად ახელილი აქვთ მესამე თვალი

Skadyktator წარდგება One Caucasus-ზე სოფელ წერაქვში (მარნეულის რაიონი) 2016 წლის აგვისტოს.

  

One Caucasus -ის ფესტივალის FB გვერდი

 

The project is cofunded by Marneuli Municipality, Government of the United States, the Ministry of Culture and National Heritage of the Republic of Poland, Warsaw City Hall, Ministry of Culture and Monument Protection of Georgia and French Institute of Georgia